- წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მცხეთის სოფლების: მუხრანის, პატარა ქანდას, ვაზიანისა და ვარდისუბნის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება.
“მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და 5 ჭაბურღილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარისა და სატუმბო სადგურის მშენებლობა.
პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. რის შედეგადაც, ადგილობრივები წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16,8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი”.-აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.