- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველ მოქალაქეებს სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, თბილისის გარდა რუსთავსა და ბათუმშიც შეეძლებათ.
ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებშია მოწყობილი, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ.
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი.მუნიციპალურ ტრანსპორტშივეა მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:00-მდე იმუშავებენ:თბილისი: საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)
გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)
სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, ზედა ავტოსადგომი)
სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)
მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5) რუსთავი: ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ)
მე-12 მკ/რნ, N24 – 23ე საშუალო სკოლის წინ მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ ბათუმი: ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის მიმდებარე ტერიტორია ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორია.