მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა

  • მოსკოვში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა სოცილურ ქსელში დაწერა.

პუშილინის თქმით, „მომხდარში უკრაინელი ტერორისტები არიან გარეულნი, რომელთა მიზანს ალექსანდრ დუგინის ლიკვიდაცია წარმოადგენდა“.

„უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი მანქანაში“, – წერს პუშილინი.

რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა მოსკოვში, ოდინცოვსკოეს რაიონში მოხდა. გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დარია დუგინა იყო საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი, რომელსაც ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *