მომსახურების სააგენტო – დიდთავლობის გამო საჩხერეში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია

  • საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში დიდთოვლობის გამო მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

“პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და სრულად შეუნარჩუნდებათ გადახდილი თანხა.

კანდიდატებს გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *