მომსახურების სააგენტოს ახალციხის სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეჩერებულია

  • დიდთოვლობის გამო მომსახურების სააგენტოს ახალციხის სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) შეჩერებულია. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

“პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ. გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, საგამოცდო პროცესი სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 1272“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *