- ნიკა მელია არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი – მე უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს.
მინდა ყველას ვუთხრა, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი.
რაც შემეხება მე – მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მითუმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე”.