მიხეილ სააკაშვილი – მეც სოლიდარული ვიყავი მამუკა ხაზარაძის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას

  • მეც სოლიდარული ვიყავი მამუკა ხაზარაძის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში , – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.

“მე კარგად მახსოვს, როგორ იდგა აქციაზე მამუკა ხაზარაძე ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით 2021-ში. მეც სოლიდარული ვიყავი მის მიმართ, როდესაც ზუსტად ისეთივე თითიდან გამოწოვილი ბრალდებით უპირებდნენ ციხეში ჩასმას, როგორითაც მე ვარ ახლა პატიმრობაში.

ვეთანხმები თიკას [თინა ბოკუჩავა] , რომ ძალა ერთობაშია!“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *