მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა

  •  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, დეტალების გავლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ სააკშვილის მიერ აშენებულია და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია, ვფიქრობთ, რომ ალბათ მაღალკვალიფიციური ექიმებიც იქნებიან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით სპეციალისტებისგან, ჩვენ ამას ვერ დავადგენთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ, დაიწყოს ყოველდღიური ანგარიშები. მიხეილ სააკშვილის თქმით, ეს ეხება ყველა კონსილიუმის, რაც კი აქამდე შექმნილა, ყველა მათგანის მონაწილეობით. იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით მათი თანხმობაც იქნება.

მიხელ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში. ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ ზუსტად მისი სამედიცინო დღის წესრიგი, ასევე იყოს ანგარიშები ყოველდღიურად გარე სპეციალისტებისთვის და არა მხოლოდ ამ კლინიკის ექიმების მონაწილეობით მოხდეს და მხოლოდ მათ ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. არ ვამბობ ზუსტად დროს, ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ნიკა ვარამიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *