- თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათისთვის გადაიდო.
პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ გასცეს.
პროცესი დისტანციური ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით გადაიდო.