- დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ფინალურ ეტაპს უახლოვდება,- ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უახლოეს თვეებში, შესაძლებლობა იქნება, 1040 ოჯახს გადაეცას 1, 2 და 3-ოთახიანი საცხოვრებელი ბინები.
“სააგენტომ, ბინის მიღების კანდიდატი ოჯახების, 5 706 განაცხადი მიიღო, რომელთაგან, წინასწარი მონაცემებით, შემდგომ განხილვას ექვემდებარება 3 905 ოჯახის განაცხადი. დღეს, სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე, გამოქვეყნდება აღნიშნული ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაცია და დაიწყება მუშაობა, საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის.
დღევანდელი დღიდან, 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ყველას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელიც დამუშავდება და ჩამოყალიბდება იმ ოჯახების ჩამონათვალი, რომლებსაც მიენიჭება პრიორიტეტი, საჭიროებების სიმწვავის, ასევე – ოჯახის წევრთა სიმრავლის მიხედვით.
ამ გზით, სააგენტო შეძლებს, მაქსიმალურად ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილებები, სწორედ განსაზღვროს პრიორიტეტები, სწორად განსაზღვროს, ვის რამდენად მწვავე საჭიროება აქვს საცხოვრებელი უზრუნველყოფისთვის.-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.