- დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები და დროშები წარწერით “თავისუფლება მიშას”.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.