- ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი დღეს მხარეებს მოუსმენს და შუამდგომლობებს გაეცნობა.მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. პარალელურად, ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს სასამართლოს ეზოში.
წყარო