- 29 მეწარმე დევნილსა და ეკომიგრანტს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
„დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ და მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულება აიღეს. გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის – „მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება“,- აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.
საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა სია იხილეთ ბმულზე.