„2020 წლის მარტში, როდესაც ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და პანდემიამ ყველას დღის წესრიგი შეცვალა, იმაზე დავფიქრდი, როგორ ახერხებდა სამედიცინო სექტორი მე-19 საუკუნეში სხვადასხვა ვირუსთან გამკლავებას“ – ამბობს ანა ბაქანიძე, ავტორი კრებულისა „მედიცინა ძველ თბილისში“, რომელიც ახლახანს დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია ის მთავარი ამბები, რომლებიც ძველ თბილისში, მედიცინის დარგში ხდებოდა და იმდროინდელი პრესის პირველ გვერდებზე იბეჭდებოდა.