- 6 წლის ბავშვი, რომელსაც მაშველები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მდინარე ცხენისწყალში გარდაცვლილი იპოვეს.
მოზარდი ბაბუასთან და და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა მარტვილის სოფელ ხუნწში, მდინარეზე, საიდანაც ის გაუჩინარდა. მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული.