მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, როგორ გაგრძელდება მარნეულში მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.

„საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით შეჩერებულია პროცესი“,- აცხადებენ ცესკო-ში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *