მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია

  • მედიის ინფორმაციით, მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *