- მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი.
ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა.
ინფორმაციისთვის: ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასანართლომ დამნაშავედ ცნო.
წყარო