- ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა.
ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელოს ყველა წევრმა, რომელიც პარლამენტში შედიოდა, მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს დღეს, 16 დეკემბერს მიმართა. იქამდე, პარტიებმა სია ცესკოში გაანულეს.
ძალა ერთობაშია-ში რესპუბლიკური პარტიის განსხვავებული შეხედულებების და გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან გასვლის მიუხედავად, პარტიაში აცხადებენ, რომ მათი გამსვლელი სიის 36-ვე წევრმა თქვა პარლამენტარობაზე უარი.
რამდენიმე დღის წინ მანდატზე უარის თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმაც. მანდატებზე უარი, ჯერჯერობით, არ უთქვამს გირჩს, მოქალაქეებს და პატრიოტთა ალიანსს.