- თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია.
მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
წყარო