ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის იბრძოლებს

  • ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებელ მარათონში ჩაერთო. 

ბრიტანულ მედიასთან საუბარში გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ „პირველივე დღიდან“ გადასახადების შემცირებას დაიწყებს.

ლიზ ტრასის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ასევე გეგმავს დაზღვევის ხარჯების გაზრდას და ბიზნესის განაკვეთების რეფორმას.

კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის, საერთო ჯამში, 11 კანდიდატი იბრძვის. კონსერვატიული პარტიის დეპუტატების კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას უწევს შერჩევის პროცესს, 11 ივლისს შეიკრიბება და ლიდერთა რბოლის განრიგს და წესებს გადაწყვეტს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *