ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტი – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, სასწრაფო მკურნალობის მისაღებად სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ

  • ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის აუცილებლობას ასახელებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში სასწრაფო მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ. ის ახლა საპატიმროში იმყოფება და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ხელისუფლების ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლიტიკური დეპოლარიზაციის პროცესში და შეაჩერებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.

ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად, რადგან ერთიანობა აუცილებელია ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *