- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას.
“ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ.”