ლევან იოსელიანი ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა

  • საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს შრომის პირობებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნეს და სახალხო დამცველს მედიაციაში დახმარება სთხოვეს.

„პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ის არის რომ უკვე მეოთხე დღეა ადამიანები შიმშილობენ და დღემდე ადგილზე არ არის ექიმი, რომელიც მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუწევდა მონიტორინგს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მიმდინარე მოვლენები, ვინაიდან საქმე ეხება ერთ-ერთ ძირითად ადამიანის უფლებას – შრომის უფლებას. ჩართულები ვართ პროცესში და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს. აქციის მონაწილეები არ არიან რადიკალურად განწყობილნი და მზად არიან წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე; თუმცა, ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს, რათა მხარეთა პოზიციები მაქსიმალურად იყოს დაახლოებული და დასაქმებულთა შრომისა და უსაფრთხოების პირობები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.“ – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *