- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დაუზიანა. დაზიანებულია ელექროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც ჩახერგა საავტომობილო გზა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის პირველივე წუთებიდან, სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. ოპერატიულად მიმდინარეობს მოსახლეობის დახმარება, დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. აღდენილია სატრანსპორტო მიმოსვლა.
ხვალ დილიდან, მერიის მუდმივმოქმედი კომისის წევრები დაიწყებენ ზარალის შესწავლას.