- ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მწვანე ბარათების გაუქმებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: “კერძო ბიზნესმა და არა მარტო უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით). ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს. მე პირადათ მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას”.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.