კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

“მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი. ასევე ის იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი; იყო ტვ „ტიბისი TV-ის“ გენერალური პროდიუსერი; ასევე, საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი; შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიოუსერი; ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი; იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე, ის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე და მოგვიანებით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *