კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 319 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 813 ტესტი, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 პისიარ ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 6.49%, ბოლო 14 დღის 6.96%, შვიდი დღის 6.48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 909 160 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 858 949 გამოჯანმრთელდა, 13 071 კი, გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *