- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში,11-14 ივლისს, ლექცია-კონცერტებს სამეგრელო უმასპინძლებს. მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ექნება.
ღონისძიებების პროგრამა ასეთია:
- 11 ივლისი, 12:00 საათი – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);
- 11 ივლისი, 17:00 საათი – ხობის ცენტრალური პარკი ან კულტურის სახლის დიდი დარბაზი. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);
- 12 ივლისი, 12:00 საათი – წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);
- 12 ივლისი, 17:00 საათი – ჩხოროწყუს ცენტრალური პარკი. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);
- 13 ივლისი, 12:00 საათი – სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);
- 13 ივლისი, 17:00 საათი – აბაშის კულტურის სახლი. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);
- 14 ივლისი, 12:00 საათი, ფოთის ცენტრალური პარკი. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე).
პროექტში მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი („თაო“, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე), სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.
ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილე მუსიკოსები შეირჩნენ არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიშნით, არამედ იმ გამოცდილებითაც, რაც მათ უკვე გააჩნიათ ბავშვებთან ურთიერთობაში. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, ამ პროექტისთვის შეირჩა ისეთი მუსიკალური კოლექტივები, რომლებსაც არა აქვთ სახელფასო დაფინანსება ან აქვთ არასრული წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ლექცია-კონცერტები რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.