ორგანიზმის ფუნქციების აღმდგენი საშუალება, სახლის პირობებში, საკუთარი ხელით შეიძლება მოვამზადოთ. რეცეპტს, რომელსაც შემოგთავზაებთ, ვიტამინების რაოდენობის მიხედვით, ბადალი ნამდვილად რომ არა აქვს.
ინგრედიენტები ელექსირის მოსამზადებლად:
- ქიშმიში – 0, 5 კგ.
- კურაგა – 0, 5 კგ.
- ლეღვის ჩირი – 0, 5 კგ.
- ქლიავის ჩირი (უკურკო) – 0, 5 კგ.
- ლიმონი (ქერქიანად) – 1 ცალი
- ნიგოზი – 300 გრ. + თაფლი – 0, 5 კგ.
I. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ თაფლი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
II. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.
ნაზავი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, მაგრამ! – სასურველია, კუჭ-ნაწლავით დაავადებულები ფრთხილად იყვნენ. ელექსირის მოქმედება ინდივიდუალურია.