- IPN მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მსახიობი საავადმყოფოდან გუშინ გაეწერა და სარეაბილიტაციო პერიოდს სახლის პირობებში გადის. ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ თავად იმერი კავსაძე და მისი მეუღლეც.