კახეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

  • კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შსახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების გნმარტებით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 15 კუბური მეტრი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სახერხი საამქრო დალუქულია და, უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან ერთად, გადატანილია ზემო ხოდაშენის საქმიან ეზოში.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სოფელ ომალოში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *