კახეთის პოლიციამ ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-6 და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *