- საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან და ეროვნული არქივის ხელმძღვანელთან თეონა იაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალციხეში საარქივო დოკუმენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება.