- ღაზას სექტორიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც დაშავებულია 4 ადამიანი.
ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით შეიარაღებული ძალების ქვეითი დანაყოფები მზად არიან „სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად“ პალესტინა-ისრაელს შორის მორიგი მასშტაბური ესკალაციის ფონზე