ირაკლი ჩიქავას და მისი გუნდის წარმატებული სტარტაპი

  • ქართული სტარტაპი TelAgri, Startup World Cup-ის რეგიონული ჩემპიონია. სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი,  ირაკლი ჩიქავა ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდება და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებს.

“ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Telagri-ის მოქმედების არეალი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სექტორი – სოფლის მეურნეობაა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. თუმცა ტექნოლოგიებისა და ფინანსების გარდა, ფერმერებს, ხშირად, სპეციფიკური ცოდნა, გამოცდილება და ნოუჰაუ სჭირდებათ, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში, ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ არსებობდეს. აი, სწორედ ამ ცოდნის ფერმერებამდე მიტანას ემსახურება Telagri, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აკავშირებს. ფერმერისა და აგრონომის კონსულტაცია ონლაინრეჟიმში ხორციელდება, ხოლო მომსახურება საკმაოდ მარტივია.”- წერს საინფორმაციო პორტალი Entrepreneur Georgia.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *