- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს ოპერისა და ბალეტის თეატრში სიტყვით მიმართა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება.
„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება, ის საერთაშორისო მნიშვნელობის, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც წელს მონაწილეობას იღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის მთავარი თემა წელს დაკავშირებადობაა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.