ირაკლი ღარიბაშვილი – ქუთაისის პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის

  • ჩვენი ხედვა არის შემდეგი; ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარლამენტის შენობა გვინდა, გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, აიტი სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას შეეხებოდა.

მისი თქმით, პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იქნება.

„ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი აეროპორტის პროექტზე, რომელიც გუშინ, მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

„გუშინ მე დავაანონსე კიდევ ერთი ძალიან მსხვილი პროექტი, ესაა ახალი აეროპორტის მშენებლობა, ეს იქნება რამდენიმე ასეულ მილიონიანი პროექტი, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას ავუშენოთ ახალი საერთაშორისო კლასის, დონის აეროპორტი, ვინაიდან არსებული აეროპორტი ვერ უძლებს კრიტიკას და ზოგადად იმ გამოწვევებს და ამბიციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ჰაბი, მათ შორის საავიაციო ჰაბი, აუცილებელია, თანამედროვე აეროპორტის მშენებლობა, თავისი ტერმინალებით, კარგი ტერმინალებით და ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *