ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება

  • საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გაუმართავი ავტომობილები. რიგ შემთხვევაში, ვიცით ამის თაობაზე, რომ ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *