- მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს, ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
“დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს. ჩვენს ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა. მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“.