ირაკლი ღარიბაშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *