- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს. საქართველოსა და აშშ-ს შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია.აშშ სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვაშენებთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მათ კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს”.-ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.