ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძის დახვედრის ცერემონია გაიმართება.

თურქმენეთში ვიზიტით ჩასულს ირაკლი კობახიძეს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ, 7 მარტს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *