- ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს.
ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეო“, – წერს ირაკლი კობახიძე.