ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *