ირაკლი კობახიძე: აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს

  • ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის რა თქმა უნდა სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება. თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.

ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80 და 110 კვადრატული მეტრის ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი და ბუნებრივია ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედროების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და ბუნებრივია გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *