ირაკლი კობახიძე-აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ჰქონდათ ოცნება – ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ჰქონდათ ოცნება – ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის. საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს.

“პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს იმ უდიდესი გმირობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *