- საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
“დაგეგმილი სამუშაოების გამო 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური – ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.
იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.