- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 2 ტონაზე მეტი სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა), ქვიშა-ხრეში და ტეშენიტი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.