- “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
“შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მან დღეს მიიღო. ითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას”.-ნათქვამია განცხადებაში.